შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ცისანა ჟორჟიკაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1963 წელს. მუშაობა დაიწყო ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში კლიმატოლოგიის განყოფილებაში. 1968 წლიდან მონაწილეობდა სამეცნიერო ექსპედიციებში, სადაც აწარმოებდა ექსპერიმენტულ დაკვირვებებს ძირითად მეტეოროლოგიურ ელემენტებზე, მცენარეთა ზრდის პროცესებზე. აღნიშნული და სხვა კვლევები საფუძვლად დაედო საკვალიფიკაციო ნაშრომს. მის სადისერტაციო ნაშრომში გადაწყვეტილია მთიანი რეგიონებისათვის ცოცხალ ორგანიზმებში მიმდინარე სხვადასხვა ბიოლოგიური პროცესებისათვის აუცილებელი ძირითადი მეტეოროლოგიური ფაქტორების კვლევასა და მოდელირებასთან დაკავშირებული პრობლემები. გამოქვეყნებული აქვს 50 სამეცნიერო ნაშრომი. შესწავლილი აქვს ტემპერატურის დღეღამური ამპლიტუდების ცვლილება სიმაღლის მიხედვით რელიეფის ფორმასთან დამოკიდებულებაში. სინოპტიკური ტიპებისა და თერმული მაჩვენებლების მიხედვით შეფასებულია სითბოსა და ტენის ცვალებადობა მთიან რეგიონში. მონაწილეობს თემატიკაში სტიქიურ დამანგრეველი პროცესების და მათი უარყოფითი შედეგების შერბილების ღონისძიებების დამუშავებაში. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საქართველოს მთიანი რეგიონების ბიოკლიმატური რესურსები", დაიცვა 1995 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.222
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |