The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კიაზო რაქვიაშვილი

კიაზო რაქვიაშვილი
დაბადების თარიღი:22 მარტი, 1936  (89 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ-გეოლოგის სპეციალობით 1959 წელს.

1959-1964წწ. მუშაობდა თბილისის გაზიფიკაციის სამმართველოში ინჟინრად; 1964-1982წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმში ბიოლოგიის განყოფილების სწავლულ მდივნად; 1982 წლიდან ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერ-თანამშრომელია. 1960 წლიდან მონაწილეობდა საქართველოს მღვიმეების და გამოქვაბულების კვლევაში. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის სფერო მოიცავს კარსტის განვითარების გეოლოგიური, გეომორფოლოგიური და ჰიდროგეოლგიური პირობების შესწავლის პრობლემებს, მღვიმეების და კარსტული წყლების დაცვის და სამეურნეო ათვისების საკითხებს. ამასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული აქვს 40 სამეცნიერო ნაშრომი, რომელთა უმეტესი ნაწილი უცხო ქვეყნების გამოცემებშია დაბეჭდილი. სპელეოლოგი.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.223

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სპელეოლოგიური კომისია (შემდგომში საბჭო), სწავლული მდივანი (1964-)
  • საქართველოს სპელეოლოგთა ეროვნული საზოგადოება, სწავლული მდივანი (1989-)
  • სპელეოლოგთა საერთაშორისო კავშირი, დარგობრივი კომისიის ბიუროს წევრი

გააზიარე: