| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზინობი ჩაპოძე![]()
ბიოგრაფიასწავლობდა თბილისის სამხედრო სასწავლებელში. 1894 წლიდან მსახურობდა რუსეთის იმპერიის არმიაში. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის (1904-1905) და I მსოფლიო (1914-1918) ომებში. მსოფლიო ომში დაიჭრა, ბოლოს პოდპოლკოვნიკის წოდება ჰქონდა; იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი (1909 წლიდან). 1918-1921წწ. იყო საქართველოს რესპუბლიკის არმიის პოლკოვნიკი, სამხედრო ტიპოგრაფიის უფროსი (სამხედრო საქმეთა წარმოებაში შემოიტანა ქართული შრიფტი), 1921 წელს საქართველოს სსრ სამხედრო და საზღვაო საქმეთა სახალხო კომისარიატის ტიპოგრაფიის გამგე; 1921-1922წწ. იმავე უწყების შტაბის კანცელარიის უფროსი; 1922-1937წწ. სხვადასხვა სამეურნეო თანამდებობაზე მუშაობდა საქართველოს სსრ სამთავრობო სამოქალაქო უწყებებში; სამხედრო პირი, პოლკოვნიკი (1918). წყარო: სამხედრო კადრების სამჭედლო : თბილისის სამხედრო სასწავლებლის ისტორია 1862 წლიდან დღემდე / მამუკა გოგიტიძე, ზაზა ჯაფარიძე.-თბ.,2018.-გვ.43 (dspace.nplg.gov.ge) ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

