The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯაბა სამუშია

ჯაბა სამუშია
დაბადების თარიღი:15 აგვისტო, 1971  (49 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაიბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1994 წელს; ლონდონის EDWARDS LENGUAGE SCHOOL 2000 წელს. 
1994 წლიდან მუშაობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის ჯგუფის ხელმძღვანელი; 2006-2011წწ. ჰუმანიტარული ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი; 2011-2012წწ. ასოცირებული პროფესორი; 2012 წლიდან სრული პროფესორი; 2010-2014წწ. წლების მოწვევის თბილისის საკრებულოს წევრი (თავმჯდომარის მოადგილე; თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი); 2014-2017წწ. თბილისის საკრებულოს მოწვევის წევრი (ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე); ქალაქ ტორუნის (პოლონეთი) აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ჟურნალის, "Studia Orientalne" სამეცნიერო საბჭოს წევრი; ვარშავის უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდოს – საუნივერსიტეტო მედლის მფლობელი; სასკოლო სახელმძღვანელოების და სალექციო კურსების ავტორი; მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთი გამოცემების მომზადებაში, როგორიცაა: "ქართული დიპლომატიური ლექსიკონი", "ივანე ჯავახიშვილი- ენციკლოპედიური ლექსიკონი", "ქართული საისტორიო ენციკლოპედიური ლექსიკონი", "Православная Энциклопедия" და სხვა; მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა რამდენიმე მასშტაბური პროექტი: ივ. ჯავახიშვილის თხზულებათა 5 ტომეულისა და "საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის" 30 ტომეულის გამოცემა; 2007 წელს სატელევიზიო სერიალის "საქართველოს ისტორია" სცენარის თანაავტორი და ექსპერტი (ტელეკომპანია "მზე"); 2006-2008წწ. სატელევიზიო სერიალ "მხედართმთავარის" ექსპერტი (ტელეკომპანია "საქართველო"); 2008-2009წწ. მონაწილეობდა სამაუწყებლო კომპანია "პირველი არხის" მიერ მოწყობილ მედია-პროექტში: "საქართველოს დიდი ათეული", იყო პროექტის მთავარი ექსპერტი; 2010 წლიდან რადიო გადაცემის "ისტორიანი ჯაბა სამუშიასთან ერთად" ავტორი და წამყვანი; 2014-2017წწ. იყო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის "ტაო-კლარჯეთის ქართული ციხე-სიმაგრეების" სამეცნიერო ხელმძღვანელი; 2018 წლიდან რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილედ დანიშნეს; 2020 წლის 11 აგვისტოდან ფონდის დირექტორი; ავტორია 200 მეტი ნაშრომისა; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი. ჟურნალ "ისტორიანის" მთავარი რედაქტორი; 2002-2010წწ. იყო წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მემატიანე; მონაწილეობა აქვს მიღებული ათობით საერთაშორისო კონფერენციასა და სემინარში; ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. 

წყარო: burusi.wordpress.com

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: