The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ეთერ სუხიშვილი

ეთერ სუხიშვილი
დაბადების თარიღი:25 მაისი, 1920  (104 წლის)
გარდაცვ. თარიღი:20??
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი გეოფიზიკის სპეციალობით.

მუშაობა დაიწყო ამიერკავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტში, 1968 წლიდან უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. გამოქვეყნებული აქვს 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომელთა ნაწილი დანერგილია სახალხო მეურნეობის შესაბამის დარგებში. ასეთ შრომებს მიეკუთვნება: "ქარის რეჟიმი საქართველოში", "ქარის საანგარიშო სიჩქარეები კავკასიაში", "საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს ბუნებრივ-საკურორტო რესურსები", "მცირე კავკასიონის აღმოსავლეთ ნაწილის საკურორტო და რეკრეაციული რესურსების კლიმატი" და სხვ. შედგენილი აქვს 7 რუკა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის: საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1983), სსრკ გეოგრაფიული საზოგადოების საპატიო დიპლომი (1984), სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროსა და საქენერგოს მიერ გამოცხადებული კონკურსის პირველი პრემია (1995). გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქარის რეჟიმი საქართველოს ტერიტორიაზე", დაიცვა 1966 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.238; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.334

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1988 - საქართველოს სოფლის მეურნეობის დამსახურებული მუშაკი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: