შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეა ახვლედიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტი. განათლება საერთაშორისო პოლიტიკის დარგში სამაგისტრო პროგრამაზე მიღებული აქვს ბრიუსელში (Summum cum Laude) - (European Centre for International and Strategic Research (CERIS), Master of Arts in International Politics. 1997-1999წწ. იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის ევროკავშირთან ურთიერთობის სამმართველოს სტაჟიორი; 1999-2000წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის ევროკავშირთან ურთიერთობის სამმართველოს ატაშე; 2000-2001წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირთან ურთიერთობის დეპარტამენტის მეორე მდივანი; 2001-2002წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური ანალიზისა და ევროკავშირ-საქართველოს პარტნიორობისა და თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი; 2002-2004წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი (2004 წლის იანვარი - მარტი); საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი (2004 წლის მარტი - სექტემებრი); საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი (2004 წლის სექტემბერი - ოქტომბერი); 2004-2008წწ. ბენელუქსის ქვეყნებში საქართველოს საელჩოს და ევროკავშირთან საქართველოს მისიის (ბრიუსელი, ბელგია) მრჩეველი; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე (2008 წლის მარტი - ნოემბერი); 2008-20014წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი; 2014-2019წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესტონეთში; 2019-2020წწ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე; 2020 წლის 6 აგვისტოდან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი. თეა ახვლედიანი მუშაობდა ევროკავშირთან ვიზა-ლიბერალიზაციის მიზნით სავიზო დიალოგის წარმოებაზე, აღმასრულებელი მდივნის სტატუსით ახორციელებდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებების პროცესს. მიღებული აქვს მერიტ სილვერ მედალი (Medal of Merit Silver) – ბალტიის თავდაცვის კოლეჯი (2018), პირველი კლასის "ტერა მარიანას" ჯვრის ორდენი (2019). დიპლომატიური რანგი - საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. წყარო: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი: smr.gov.ge; kvirispalitra.ge; დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.37 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |