შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მერაბ ფუტკარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კვიახიძეები, შუახევის რაიონი. დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი გეოგრაფია-ბილოგიის სპეციალობით 1985 წელს. 1988-1991წწ. გაიარა დასწრებული ასპირანტურის კურსი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით. 1985-1988წწ. შუახევის რაიონის სოფ. გოგინაურის არასრული საშუალო სკოლის გეოგრაფიისა და ბიოლოგიის მასწავლებელი; 1992-1993წწ. შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის კათედრის მასწავლებელი; 1993-1994წწ. უფროსი მასწავლებელი; 1994–2004წწ. ბუნებისმეტყველება-გეოგრაფიისა და გეოგრაფია-ეკოლოგიის ფაკულტეტების დეკანის მოადგილე; 1995–2006წწ. გეოგრაფიის კათედრის დოცენტი; 2006-2013წწ. გეოგრაფიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი; 2013 წლიდან შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფიის დეპარტამენტის პროფესორი. მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროა: ბუნებრივი რესურსების სამეურნეო შეფასება, მოსახლეობის გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, მეურნეობის დარგების ტერიტორიული ორგანიზაცია, ტურიზმის გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, საცხოვრებელი გარემოს ეკოლოგია. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მჭიდროდ დასახლებული მთიანი რაიონების მოსახლეობის გეოგრაფიული პრობლემები (მთიანი აჭარის მაგალითზე)", დაიცვა 1992 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.253-254; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი: bsu.edu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |