შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ქართველიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი გეოფიზიკის სპეციალობით 1985 წელს. 1983-1993წწ. მუშაობდა გეოფიზიკის ინსტიტუტის საცდელ-მეთოდურ გეოფიზიკურ ექსპედიციაში ინჟინრად, შემდეგ განყოფილების გამგედ, მთავარ ინჟინრად; 1993-1997წწ. საქენერგოს გამოთვლით ცენტრში ინჟინერ-პროგრამისტი, წამყვანი ინჟინერია; 1995 წლიდან შეთავსებით მუშაობს ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში ჰიდროლოგიის, გეოინფორმატიკისა და ტექნილოგიების განყოფილებაში პირველი კატეგორიის ინჟინრად. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები; თანაავტორობით შესრულებული აქვს ჯორჯ სოროსის ფონდის "ღია საზოგადოება - თავისუფალი საქართველო" - გრანტი პროექტისათვის "საქართველოს გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემის კარტოგრაფიული საფუძველი" (1995); საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გრანტი პროექტისათვის "ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციონირების ფაქტორები: გეოგრაფიული ანალიზი და პროგნოზი (1996); აჭარის გეოსაინფორმაციო სისტემა (1997); ნავთობსადენის ტრასიის ჰიდროლოგიური აღწერა და ეკოლოგიური ექსპერტიზა (1996); საქართველოს გეოსანფორმაციო სისტემა (2000); გარდაბნის რაიონის მიწის კადასტრი (2000-2001). მონაწილეობს კონფერენციებსა და გამოფენებში. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ახლო მიწისძვრებით გამოწვეული დედამიწის ზედაპირის ნახტომისებური დახრების და დეფორმაციების კვლევა", დაიცვა 1990 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.258
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |