შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დიმიტრი ქოჩიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ხმელეთის ჰიდროლოგიის სპეციალობით 1962 წელს. 1960 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის ხმელეთის ჰიდროლოგიისა და ნიადაგთმცოდნეობის კათედრაზე. ავტორია 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებშიც გაშუქებულია მდინარეთა წყლის მაქსიმალური და მყარი ჩამონადენის გამპირობებელი ძირითადი ფაქტორების ანალიზის გაანგარიშების მეთოდიკის საკითხები. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (1976). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თბილისის მიდამოების მდინარეებისა და დროებითი ნაკადების წვიმებით გამოწვეული მაქსიმალური ჩამონადენის ფორმირების ანალიზი და გაანგარიშების მეთოდიკა", დაიცვა 1974 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.262 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |