The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გოდერძი ბოლქვაძე

გოდერძი ბოლქვაძე
დაბადების თარიღი:13 სექტემბერი, 1939
გარდაცვ. თარიღი:30 აგვისტო, 2000  (60 წლის ასაკში)
კატეგორია:მწვრთნელი, პედაგოგი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა ხულო.

დაამთავრა საქართველოს ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი 1962 წელს.

1964-1965წწ. იყო ხულოს სკოლა-ინტერნატის ფიზკულტურის მასწავლებელი; 1965-1970წწ. მწვრთნელად მუშაობდა გლდანის სპორტულ სკოლა-ინტერნატში; 1971-1972წწ. მსოფლიო ჭიდაობის ისტორიაში პირველმა საკუთარი სახლის მეორე სართული გადააკეთა საჭიდაო დარბაზად, სადაც თავად წვრთნიდა მოზარდებს; 1972 წელს ხულოს რაიონში დაარსდა ბავშვთა და მოზარდთა სპორტული სკოლა, რომლის დირექტორიც იყო გარდაცვალებამდე; 2000, 2001 და 2003 წელს დასახელდა აჭარის 10 საუკეთესო მწვრთნელს შორის. მან მოამზადა სიდნეის XXVII ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი, მსოფლიო ჩემპიონი, მუხრან ვახტანგაძე; ყოველ წელს ხულოს სპორტულ სკოლაში ტარდება გოდერძი ბოლქვაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი, სადაც როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ასევე ამიერკავკასიის ქვეყნებიდანაც ჩამოდიან მონაწილეობის მისაღებად. მოჭიდავე.

წყარო: სპორტი აჭარაში : ფოტოალბომი / ლევან ჯიოშვილი.-ბათუმი, 2012

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აჭარის ჭიდაობის სახეობათა ფედერაციის პრეზიდიუმი, წევრი (1985-2000)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1963 - სსრკ სპორტის ოსტატი
  • საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი

გააზიარე: