შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ქარცივაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის იუნკერთა სასწავლებელი. 1898 წლიდან "მეჩონგურის" ფსევდონიმით თანამშრომლობდა სოციალ-დემოკრატიული მიმართულების ჟურნალ-გაზეთებთან; თანაუგრძნობდა მემარცხენე რევოლუციურ მოძრაობას; მისი ლექსები იბეჭდებოდა გაზეთ "ივერიაშიც"; რუსეთის 1905 წლის რევოლუციის დროს ელიზავეტპოლის 156-ე ქვეითი პოლკის პოდპორუჩიკი ქარცივაძე სარიყამიშში დააპატიმრეს, ჯარში პოლიტიკური აგიტაციისთვის. ოქტომბრის ამნისტიის შემდეგ გაათავისუფლეს და დაუბრუნდა რევოლუციურ მოღვაწეობას. იყო 1905 წლის დეკემბრის გამოსვლების ერთ-ერთი ხელმძღვანელი დასავლეთ საქართველოში; 1905-1906წწ. კიდევ ორჯერ იყო დაპატიმრებული; 1907 წელს აჰყარეს ოფიცრის წოდება და 4 წლით კატორღა მიუსაჯეს; 1917 წლის რევოლუციამ ირკუტსკის ოლქში მიუსწრო და ქარცივაძე სამშობლოში დაბრუნდა; 1918-1921წწ. პოდპოლკოვნიკის წოდებით მსახურობდა საქართველოს სამხედრო სამინისტროში, იყო კულტურულ-საგანმანათლებლო სექციის უფროსი და ჟურნალ "მხედარის" რედაქტორი; საქართველოს გასაბჭოების (1921) შემდეგ იყო ახალი რეჟიმის ოპოზიციაში; 1922-1923წწ. ორჯერ დააპატიმრეს; 1924 წლის აგვისტოს აჯანყების დაწყების შემდეგ დახვრიტეს. სიკვდილით დასაჯეს ასევე მისი სიძე (დის ქმარი) მიხეილ საბაშვილი, ძმა - ივანე, იმხანად პრაღის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ (1927) საზღვარზე დააპატიმრეს და 1930-იან წლებში რამდენჯერმე იყო გადასახლებაში. სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, რევოლუციონერი. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |