შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დევი ჭანკოტაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1982-1990წწ. მსახურობდა საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებში; 1991–1992წწ. იყო ქ. გორის მე-11 ბატალიონის შტაბის უფროსი; 1992–1994წწ. ეროვნული გვარდიის საარტილერიო პოლკის მეთაური; 1994–1995წწ. ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს შტაბის უფროსი; 1995 წელს მეთაურობდა პირველ საარტილერიო ბრიგადას; 1996–1999წწ. მთავარსარდლის რეზერვის საარტილერიო ბრიგადას; 1999-2000წწ. მეთაურობდა არტილერიას; 2000–2004წწ. იყო საქართველოს შეიაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე; 2004-2005წწ. სამხედრო წარმომადგენელი დსთ ქვეყნების სამხედრო თანამშრომლობის საკოორდინაციო შტაბში, თავდაცვის ატაშე; 2005 წელს დაითხოვეს სამხედრო სამსახურიდან, ხოლო 2007 წელს დაინიშნა სახმელეთო ჯარების საარტილერიო ბრიგადის მეთაურად; 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილედ; 2009 წლის 5 მარტიდან 2012 წლის 8 ოქტომბრამდე იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების, გაერთიანებული შტაბის უფროსი; 2020 წელს დაიწყო პოლიტიკური საქმიანობა. გაწევრიანდა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში"; საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ წარადგინა წყალტუბო-სამტრედია-ვანი-ხონის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად; 2020 წელიდან საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის: სამშობლოს ერთგულებისა და თავდადების I ხარისხის ნიშანი (2002), I–ლი ხარისხის მედალი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის (2008), აშშ-ის ლეგიონის ღირსების ორდენი. სამხედრო მოღვაწე, გენერალ-ლეიტენანტი (2012): წყარო: ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი / ავტორები და შემდგენლები: ელგუჯა მეძმარიაშვილი, თენგიზ შუბლაძე, ზურაბ აბაშიძე [და სხვ.].-თბ.,2017.-599გვ.; civil.ge; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.304 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |