Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დიმიტრი შაქარიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ-ჰიდროლოგის სპეციალობით. მუშაობა დაიწყო ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში ჯერ უფროს ლაბორანტად, შემდეგ ინჟინრად და უფროს ინჟინრად; 1974-1977წწ. მივლინებულ იქნა სირიის არაბთა რესპუბლიკაში წყლის რესურსების გამოსაკვლევად; 1977 წლიდან მუშაობს საქართველოს გეოლოგიური სამმართველოს ჰიდროგეოლოგიური და საინჟინრო გეოლოგიის ექსპედიციაში ჯერ უფროს ჰიდროლოგად, ხოლო 1981 წლიდან უბნის უფროსად; 1996 წლიდან გარემოს დაცვის სამინისტროსთან არსებულ კატასტროფებისაგან დაცვისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების სახელმწიფო საკოორდინაციო დეპარტამენტის სამმართველოს უფროსია. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები და ერთი მონოგრაფია. არის გეოლოგიური 20 ანგარიშის ავტორი და თანაავტორი. მიღებული აქვს ლაშბაშის საბადოს პირველაღმომჩენის მედალი (1981). გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საქართველოს სამხრეთ-დასავლეთი ნაწილის წყლის ბალანსი", დაიცვა 1975 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.271 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |