შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მეგი შენგელაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1960 წელს. მუშაობა დაიწყო ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში ჯერ ლაბორანტის, შემდეგ უმცროსი და უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე. შეთავსებით მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში. 1964-1968წწ. სწავლობდა ასპირანტურაში ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით. იკვლევდა აგრეთვე საქართველოს ცალკეული რეგიონების ბუნებრივი პირობებისა და რესურსების ეკონომიკური შეფასებისა და სოციალური ინფრასტრუქტურის საკითხებს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მოსახლეობის დინამიკის - ბუნებრივი და მექანიკური მოძრაობის, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული და საყოფაცხოვრებო მომსახურების საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს 70 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის, 20 კოლექტიური მონოგრაფიის თანაავტორია. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საქართველოს ჩრდილოეთი მთიანი რაიონების მოსახლეობის გეოგრაფიისა და შრომითი რესურსების გამოყენების საკითხები", დაიცვა 1970 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.272-273 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |