შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე გველესიანი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის იუნკერთა ქვეითი სასწავლებელი 1875 წლიდან იყო სამხედრო სამსახურში; 1877-1878წწ. მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის ომში; 1878 წელს ჩაირიცხა ერევნის ლაიბ-გრენადერთა მე-13 პოლკში; 1894 წლიდან იყო ზაქათალის ოკრუგის კახის რაიონის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, 1898 წლიდან - ზაქათალის ოკრუგის უფროსის უმცროსი თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი, 1902 წლიდან ზაქათალის ოკრუგის უფროსის უფროსი თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი; 1905 წელს მიიღო პოდპოლკოვნიკის, 1909 წელს - პოლკოვნიკის წოდება; 1906-1915წწ. მსახურობდა ანდის ოკრუგის უფროსად; 1915-1917წწ. I მსოფლიო ომის დროს, იყო კავკასიის არმიის სამხედრო კომუნიკაციების სამმართველოს საეტაპო-სატრანსპორტო განყოფილების უფროსი; 1917 წელს მიიღო გენერალ-მაიორის წოდება; 1918 წლიდან მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო სამინისტროში; მიღებული ჰქონდა იმპერატორის მადლობა საომარი მოქმედებების დროს წარჩინებული სამსახურისთვის (1916). სამხედრო მოღვაწე, რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1917). წყარო: რუსეთის არმია პირველ მსოფლიო ომში: grwar.ru; pskovgrad.ru; მემატიანე.ჯი : შექმენი საკუთარი ისტორია: events.mematiane.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |