The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ ჩხეიძე

ოთარ ჩხეიძე
დაბადების თარიღი:28 აგვისტო, 1935  (89 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გოდოგანი, თერჯოლის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ბიოლოგია-გეოგრაფიის ფაკულტეტი გეოგრაფიის სპეციალობით 1957 წელს; 1966-1969წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის მაძიებელი გეომორფოლოგია-პალეოგეოგრაფიის სპეციალობით.

1957-1971წწ. ქუთაისის 24-ე საშუალო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი; 1960-1970წწ. ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის გეოგრაფიის კათედრის მეტეოსადგურის დამკვირებელი-უფროსი; 1970-1985წწ. გეოგრაფიის კათედრის მასწავლებელი; 1986-2006წწ. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის დოცენტი; 1992-2006წწ. გეოგრაფიის კათედრის გამგე; 2006 წლიდან გეოგრაფიის დეპარტამენტის სრული პროფესორი. მის სადისერტაციო ნაშრომში გაანალიზებულია ცენტრალური კავკასიონის სამხრეთ ფერდობისა და მიმდებარე კოლხეთის დაბლობის რელიეფი (გეომორფოლოგიური კომპლექსები) მისი პლასტიკის, გენეზისის, დინამიკისა და განვითარების (ჩამოყალიბების) ისტორიის თვალსაზრისით. პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად იკვლევს ცენტრალური კავკასიონის სამხრეთ ფერდობისა და მიმდებარე კოლხეთის დაბლობის გეომორფოლოგიისა და პალეოგეოგრაფიის საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის სრული პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მთიანი რეგიონის რელიეფის პლასტიკა და დინამიკა ცენტრალური კავკასიონის სამხრეთ ფერდობის მაგალითზე (რიონ-ცხენისწყლის მდინარეთაშუეთი)", დაიცვა 1984 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.282-283; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი: atsu.edu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: