შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ცენტერაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ოკეანოლოგიის სპეციალობით 1972 წელს. 1972-1974წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის კლიმატოლოგიისა და ოკეანოლოგიის კათედრაზე უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1974-1981წწ. ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის ზღვის ნაპირების დინამიკისა და მორფოლოგიის შემსწავლელ ლაბორატორიაში ინჟინრად, უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად. მონაწილეობდა შავი ზღვის სანაპირო ზოლის მორფოდინამიკის შემსწავლელ სამეცნიერო-კვლევით ექსპედიციებში; 1991-1995წწ. მუშაობდა სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება "საქნაპირდაცვის" ზღვის სანაპირო ზოლის მორფოდინამიკის განყოფილებაში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. იკვლევდა შავი ზღვის სანაპირო ზოლის დინამიკის და მათი ჩარეცხვისაგან დაცვის პრაქტიკული ღონისძიებების შემუშავების საკითხებს. 1989 წელს მიწვეული იყო კუბის რესპუბლიკაში, სადაც ჩრდილო სანაპირო ზოლის მორფოდინამიკის კვლევის საფუძველზე განხორციელდა ხელოვნური პლაჟების შექმნით სანაპიროს აღდგენითი სამუშაოები. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, რომლებიც ეხება ზღვის სანაპიროებსა და წყალქვეშა ფერდის მორფოლოგიისა და დინამიკის საკითხებს, ზღვიური ნატანის ნაპირგასწვრივი გადაადგილების თეორიულ ასპექტებს. მონაწილეობს საერთაშორსიო კონფერენციებში. ოკეანოლოგი. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.284
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |