შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ბარამიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი 1980 წელს. 1979-1982წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლაბორანტი; 1983-1987წწ.ასისტენტი; 1987-1999წწ. უფროსი მეცნიერ-მუშაკი; 1995-1999წწ. ფილოსოფიის თანამედროვე პრობლემათა შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ჯგუფის უფროსი; 1996-1999წწ. მართვის სასწავლო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი; 2000-2005წწ. ფილოსოფიურ მეცნიერებათა დარგში სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი სპეციალიზირებული საბჭოს თავმჯდომარე; 2013-2016წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პროფესორი. მისი კვლევის ინტერესების სფეროა: სოციალური ფილოსოფია, პოლიტიკური ფილოსოფია, ონტოთეოლოგია, ლიტერატურის ფილოსოფია. გამოქვეყნებული აქვს სამ ათეულზე მეტი ნაშრომი, მათ შორის ორი მონოგრაფია. იგი ეწევა აგრეთვე მთარგმნელობით საქმიანობას. მან გერმანულიდან თარგმნა და გამოსცა მარტინ ჰაიდეგერის "დასაბამი ხელოვნების ქმნილებისა" (1992) და "თემშარა" (1993), მაქს ვებერის "პოლიტიკა როგორც მოწოდება და ხელობა" (1994) და ჰერმან ჰესეს "ნოვალისი" (1989). ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი (1985), ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1994), პროფესორი (2001). წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.26-27; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |