The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ მაჭარაშვილი (დეკანოზი)

დაბადების თარიღი:1835
გარდაცვ. თარიღი:16 სექტემბერი, 1902  (67 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელ ალის კვირაცხოვლის სახელობის ეკლესიის ეზო, ხაშურის მუნიციპალიტეტიი
კატეგორია:საზოგადო მოღვაწე, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ალი, გორის მაზრა.

1886-1900წწ. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარებელი წევრი ფოთში; 1887 წელს მიენიჭა დეკანოზის წოდება; 1896 წლის 17 ნოემბერს დეკანოზი გრიგოლი ფოთის ეპარქიალური სასწავლებლის თავმჯდომარედ დაინიშნა; 1900 წლის აღდგომას ენქერი უბოძეს; მისი დაკრძალვის ცერემონიალის შესახებ გაზეთ "ივერიის" 25 სექტემბრის ნომერში საინტერესო ინფორმაციას ვიგებთ. სოფელ ალში მის დაკრძალვას დაესწრო ფოთის ქალაქის მოურავი ნიკო ნიკოლაძე, ყოვლად-სამღვდელო ალექსანდრე ეპისკოპოსის ავადმყოფობის გამო მის მაგივრად მიბრძანებულა იმერეთის ეპისკოპოსი ლეონიდე (ოქროპირიძე, შემდგომში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი), პროცესიას უამრავი ხალხი მიუძღოდა, მათ შორის: ფოთის ორკლასიანი სამრევლო სკოლის წარმომადგენლობა, ფოთის ქალთა გიმნაზიისა და ოლგას დედათა სკოლის წარმომადგენლობა, ფოთის ვაჭართა წარმომადგენლობა. აგრეთვე აღნიშნული პროცესიის მონაწილეთა შორის სახელდებიან ქრისტეფორე და ნინო ხუმარაძე, დიმიტრი გუგულაშვილის ოჯახი, ლეონტი და მინადორა ჩაჩანიძე, სხვა ნათესავ-ახლობლები და მრევლი. პროცესიას მიუძღოდა ვერცხლის ხატი გურია-სამეგრელოს საეპარქიო საბჭოსაგან, მაცხოვრის ვერცხლის ხატი ფოთის საკათედრო ტაძრის კრებულისაგან. მღვდელ-მთავრის წირვაზე გალობდა მგალობელთა ორი გუნდი: ყოვლად-სამღვდელო ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გურულ-მგალობელთა გუნდი გურულ კილოზე და ალის სამრევლო სკოლის მოწაფეთა გუნდი. სიტყვა წარმოუთქვამს მღვდელ გიორგი გეგეჭკორს, ხოლო ფოთელებმა განსვენებულის ქვრივს 400 მანეთი გადასცეს საყვარელი მოძღვრის საფლავზე მატურის ძეგლის ასაგებად. სასულიერო და საზოგადო მოღვაწე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დამხმარებელი წევრი ფოთში (1886-1900)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ნამდვილი წევრი (1879-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1895 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი
  • 1892 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი

გააზიარე: