შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბელა შალვაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი (სპარსული ენა და ლიტერატურა) 1965 წელს. 1970-1980წწ. მუშაობდა გამომცემლობა "ნაკადულში" რედაქტორად; 1984-1994წწ. საქართველოს ტელევიზიაში; 1996-2000წწ. იყო გაზეთ "ასავალ-დასავალის" თანამშრომელი. გამოცემული აქვს კრებულები: "არდავიწყება" (1973, "ნაკადული"), "ლექსები" (1977, "საბჭოთა საქართველო"), "ჩუმი ძახილი" (1979, "ნაკადული"), "ლექსები" (1982, "ნაკადული"), "მზეო, მზეო" (1983, "მერანი"), "უსასრულობა" (1986, "საბჭოთა საქართველო"), "ჩემი ნაცნობი ჩიტი" (1986, "მერანი"), "ჩიტები წუხან თავის ენაზე" (2008, "ეროვნული მწერლობა"). ბ. შალვაშვილს თარგმნილი აქვს ფირდოუსის "შაჰნამეს" ყველა წიგნი (105 000 სტრიქონამდე), უნდა აღინიშნოს, რომ "შაჰნამე" მთლიანად ნათარგმნი არ აქვს არც ერთ ხალხს, გარდა ქართველებისა. იგი პირველია, ვინც მსოფლიოში ყველაზე ვრცელი პოემა "შაჰნამე" ("მეფეთა წიგნი") ქართულად სრულად თარგმნა. მისი თარგმნილი "შაჰნამე" 2016 წელს ირანში წლის წიგნად აღიარეს. ბ. შალვაშვილს დიდი დამსახურება აქვს ქართველი ხალხისა და ქართული კულტურის წინაშე. 2011 წელს გამოვიდა მის მიერ 40 წლის განმავლობაში თარგმნილი ფირდოუსის სამყაროს - ადამიანისა და ციურ მნათობთა შექმნის ამბები (ქეიუმარსი, უშანგი, თეიმურაზი, ჯემშიდი, ზოჰაქი, ფრიდონი, მანუჩარი, ქეი-ქაუსი, ამბავი სიაუშისა, ამბავი ბეჟანისა და მანიჟესი, ქესრა ანუშირვანის მეფობა, მეფე ხოსრევ ფარვიზი). ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ღვაწლმოსილი და თვალსაჩინო წევრი. მიღებული აქვს ირანის ისლამური რესპუბლიკის ჯილდო - "ფირდოუსის პრემია". ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |