შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით კოღუაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადდილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; "ჯონ მარშალის" სახელობის იურიდიული სკოლის მაგისტრატურა საერთაშორისო სამართლის სპეციალობით. 1992-1998წწ. ეწეოდა იურიდიულ საქმიანობას: 1992-1993წწ. მცირე საწარმო მრავალდარგოვანი ფირმა "გალო-გმ", იურისტი; 1993-1994წწ. საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურა, სტაჟიორი; 1994-1995წწ. საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურა, კადრების სამმართველო, საპროკურორო და საგამოძიებო მუშაკების მომზადების და კვალიფიკაციის ამაღლების განყოფილების პროკურორი; ედუარდ შევარდნაძის ფონდი "დემოკრატია და აღორძინება", მთავარი იურისტი (1995); საქართველოს საგადასახადო ინსპექცია, უფროსი სახელმწიფო საგადასახადო ინსპექტორი, საგადასახადო პოლიტიკისა და საჩივრების განხილვის სამმართველოს იურისტი (1995); 1997-1998წწ. ნავთობისა და გაზის კომპანია, შპს "იორის ველი" - იურისტი; 1998-1999წწ. საქართველოს ეროვნული ბანკი, პრეზიდენტის თანაშემწე; საქართველოს ეროვნული ბანკი, საბანკო ზედამხედველობისა და რეგულირების სამმართველოს მთავარი იურისტი, სამმართველოს უფროსის მოადგილე (1999); 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი; საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. საერთაშორისო სამართლის მაგისტრი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 214 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |