შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მერი ხარჩილავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სენაკი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტი 1963 წელს. 1952 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის მეტეოროლოგიურ სადგურში; 1964-1967წწ. მუშაობდა სს. ლარა-მედანში მთავარ აგრონომად; 1967-1980წწ. საქართველოს მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; 1980-1986წწ. ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის სამმართველოში უფროს ინჟინერ-აგრომეტეოროლოგად; 1986-1992წწ. ზუგდიდის რაიონის სოფ. კორცხელში აგრონომად; 1992 წლიდან სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრო-ეკოლოგიური სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. გამოქვეყნებულ სამეცნიერო შრომებში ძირითადად მოცემულია ნიადაგის პროდუქტიული ტენის მარაგის დამოკიდებულება ზოგიერთ მეტეოროლოგიურ ელემენტზე, აღმოსავლეთ საქართველოს ნიადაგების სხვადასხვა ფენაში პროდუქტიული ტენის მარაგთა შორის კავშირი, საშემოდგომო ხორბლის მოსავლიანობის დამოკიდებულება აგრომეტეოროლოგიურ პირობებში და მისი პროგნოზირების შესაძლებლობა აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე და სხვ. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საშემოდგომო ხორბლის მოსავლიანობის დამოკიდებულება აგრომეტეოროლოგიურ პირობებზე და მისი პროგნოზირების შესაძლებლობა აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე", დაიცვა 1977 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.306
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |