შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ხმალაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ჰიდროგეოლოგიის სპეციალობით 1980 წელს; 1980-1983წწ. სწავლობდა ასპირანტურაში. 1983 წლიდან მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰიდროლოგიისა და ნიადაგთმცოდნეობის კათედრაზე ასისტენტის თანამდებობაზე; 2001 წელს მიენიჭა დოცენტის წოდება; გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები. მისი კვლევის ძირითადი მიმართულებაა წყალსაცავების ოპტიმალური მართვა, ჯგუფური მოდელირება ჰიდროლოგიაში და სხვ. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (2001). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მდინარის ჩამონადენი და ატმოსფერული ნალექების სტატისტიკური ანალიზი და მოდელირება", დაიცვა 1998 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.310
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |