The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი მენაბდე

გიორგი მენაბდე
დაბადების თარიღი:24 სექტემბერი, 1957  (66 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუყის სტომატოლოგიური ფაკულტეტი 1980 წელს; 1987-1992 წლებში სწავლობდა მოსკოვის სტომატოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. 

1980 წლიდან ეწევა პრაქტიულ საქმინობას მედიცინაში; 1980-1981წწ. მუშაბდა ქ. მახარაძის ბავშვთა პოლიკლინიკაში ქირურგ-სტომატოლოგად; 1982-1987წწ. ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის თერაპიული სტომატოლოგიის კათედრაზე ასისტენტად; 1987-1992წწ. მუშაობდა მოსკოვში სტომატოლოგიის ინსტიტუტის თავისა და კისრის მიკროქირურგიის განყოფილებაში უფრის მეცნიერ თანამშრომლად; 1992-1993წწ. მოსკოვში ვიშნევსკის სახელობის ქირურგიის ინსტიტუტის მიკროქირურგიის განყოფილების ორდინატორი გახლდათ; 1993-2002წწ. ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის თერაპიული სტომატოლოდის კათედრის პროფესორია; 2002-2004წწ. საქართველოს სახელმწიფოს სამედიცინო აკადემიის ქირურგიული და ორთოპედიული სტომატოლოგიის კათედრის გამგე; 2004 წელს არჩეული იქნა საქართველოს სახელმწოფო სამედიცინო აკადემიის რექტორად; 2006 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორად; 2009 წლიდან ილიას სახელწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; ამავდროულად გ. მენაბდე სტომატოლოგიური კლინიკა "დენტექსი-95-ის" კლინიკური ხელმძღვანელია; ს. ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და ყბა-სახის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; სხვადასხვა დროს გავლილი აქვს სტაჟირებები უცხოეთში: პრეჰოსპიტალური E.M.S კურსი, Magen David Adomi (ისრაელი, 2003 წლის სექტემბერი), იმპლანტოლოგიის ქირურგიული პროცედურები. სტომატოლოგიური იმპლანტოლოგიის ფლორიდის აკადემია (აშშ, 2003 წლის ოქტომბერი); მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ სამეცნიერო ღონისძიებასა და კონფერენციაში საქართველოში და საზღვარგარეთ; გამოქვეყნებული აქვს ასამდე სამეცნიერო ნაშრომი ქართულ და უცხოურ ჟურნალებში; სხვადასხვა წლებში იყო 13 დისერტაციის სამეცნიერო ხელმძღვანელი, 12 დისერტაციის ოფიციალური ოპონენტი და 8 დისერტაციის ექსპერტი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1986), მედიცინის მეცნიერებათ დოქტორი (1992), პროფესორი (2001).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ლაზერების გამოყენება სტომატოლოგიაში", დაიცვა 1986 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა -  "ექსპანდერის გამოყენება თავისა და კისრის რდგენით ქირურგიაში", დაიცვა 1992 წელს.

წყარო: საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია: gsa.geწიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.96

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აშშ-ს ფლორიდის შტატის იმპლანტოლოგიის აკადემია, წევრი
  • მსოფლიო სტომატოლოგთა ასოციაცია, გამგეობის წევრი
  • საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია, საპატიო პრეზიდენტი (2015-)
  • საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია, პრეზიდენტი (2004-2014)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ღირსების ორდენი

გააზიარე: