The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქრისტეფორე ჯაყელი

ქრისტეფორე ჯაყელი
დაბადების თარიღი:25 დეკემბერი, 1917
გარდაცვ. თარიღი:21 ნოემბერი, 1991  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი შრომა, ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა ბათუმის რკინიგზის სატრანსპორტო-სამშენებლო სასწავლებელი 1934 წელს; 1940 წელს დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის გეოგრაფიის ფაკულტეტი.

1934-1936წწ. მუშაობდა ურეკის ციტრუსების საბჭოთა მეურნეობაში ტექნიკოს-მშენებლად; ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა გეოგრაფიის კათედრაზე პრეპარატორად, შემდეგ ქუთაისის 25-ე საშუალო სკოლაში მასწავლებლად; 1940 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით (1941 წელს გაიწვიეს მეორე მსოფლიო ომში), რომელიც 1948 წელს დაასრულა; 1950-1954წწ. მუშაობდა გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1954 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1974-1987წწ. იყო ფიზიკური გეოგრაფიის კათედრის გამგე. არის 170-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომელთა შორის 100 გამოქვეყნებულია ქართულ, რუსულ და უცხოურ ენებზე. მისი კვლევის ძირითად საგანს შეადგენდა ფიზიკური გეოგრაფიის როგორც ზოგადი, ისე რეგიონალური პრობლემები. განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული ლანდშაფტების კომპლექსური თავისებურებების კვლევაზე, მათი რესურსების ეფექტურად გამოყენებასა და გარემოს დაცვის პრობლემებზე. გარკვეული წვილი აქვს შეტანილი (ძირითადად მთიანი რეგიონების) ფიზიკურ-გეოგრაფიული კარტირებისა და დარაიონების საქმეში. მისი თანაავტორობით შედგენილია საქართველოს ბუნებრივი ზონები და ლანდშაფტური რუკები, ასევე ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონების რუკები, რომლებსაც გარდა შემეცნებითი, პრაქტიკულ-გამოყენებითი მნიშვნელობა აქვთ. იგი ავტორია მრავალი ათეული სამეცნიერო-პოპულარული, საენციკლოპედიო სტატიებისა. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (1950), პროფესორი (1986).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მდინარეების სუფსისა და ნატანების აუზების ფიზიკურ-გეოგრაფიული (ლანდშაფტური) დახასიათება", დაიცვა 1949 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.330

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1984 - საქართველოს უმაღლესი სკოლის დამსახურებული მუშაკი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: