შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სოსო ჯიბლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ოჩამჩირე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი მეტეოროლოგიის სპეციალობით 1968 წელს. მუშაობა დაიწყო თბილისის ამინდის ბიუროს ოპერატიულ ჯგუფში ინჟინერ-სინოპტიკოსად; 1970 წლიდან მუშაობდა თბილისის ავიამეტეოსადგურში ინჟინერ-სინოპტიკოსად; 1972 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მარტყოფის ფიზიკურ-გეოგრაფიულ სტაციონარში ინჟინრის თანამდებობაზე; 1985 წელს გადაიყვანეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აეროკოსმოსური მეთოდებით გარემოს მდგომარეობათა შემსწავლელ სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიაში უმცროსი, 1988 წლიდან უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე; 1995-1996წწ. შეთავსებით მუშაობდა თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის გეოგრაფიის კათედრაზე; 1996 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის გეოგრაფიის კათედრაზე დოცენტის თანამდებობაზე. მონაწილეობდა ევრაზიის მთიანი რეგიონების შემსწავლელ სამეცნიერო-საველე ექსპედიციებში; 1988-1989წწ. ექსპედიციის ხელმძღვანელია რაჭის, ქვემო ქართლის, ჯავახეთის, ზემო იმერეთის, ჩრდილო კავკასიის და სხვ. ექსპედიციებისა. იყო შორეულ ექსპედიციებში: კამჩატკაზე, კურილიის კუნძულებზე, შორეულ აღმოსავლეთში, ხიბინის მთებში, კარპატებში, ყირიმში. გამოქვეყნებული აქვს 20-მდე სამეცნიერო ნაშრომი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (1992). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ბუნებრივ-ტერიტორიულ კომპლექსებში მზის ენერგიის ტრანსფორმაციის საკითხები", დაიცვა 1985 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.330-331
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |