შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სანდრო ჯავახიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ჰიდროლოგიის სპეციალობით 1972 წელს; 1972-1976წწ. ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში პროფ. ლ. ვლადიმიროვის ხელმძღვანელობით გაიარა დაუსწრებელი ასპირანტურის კურსი. 1974 წლიდან მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში; 1981 წლიდან იყო უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ჰიდროლოგიის განყოფილებაში (ამჟამდ ჰიდროლოგიისა და გეოსაინფორმაციო ტექნილოგიების განყოფილება). გამოქვეყნებული აქვს 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც ეხება კავკასიისა და საქართველოს მდინარეთა ჩამონადენის პრობლემებს. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ცენტრალური კავკასიონის ჩრდილო ფერდობის საშუალო მრავალწლიური წლიური და სეზონური წყლის ბალანსი", დაიცვა 1979 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.318 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |