The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ლომიზე

მიხეილ ლომიზე
დაბადების თარიღი:21 სექტემბერი, 1933
გარდაცვ. თარიღი:2 ივლისი, 2021  (87 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიური ფაკულტეტი 1956 წელს და ჩააბარა ასპირანტურაში დინამიკური გეოლოგიის კათედრაზე.

1962-1967წწ. იყო უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1967-1969წწ. უფროსი ლექტორი; 1969-1983წწ. დოცენტი, ხოლო 1985 წლიდან დინამიკური გეოლოგიის კათედრის პროფესორი; 1982-1987წწ. გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 1975-1980წწ. გეოდინამიკური პროექტის სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე; სსრკ-ის უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების სამინისტროს სამეციერო-მეთოდური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე უმაღლესი გეოლოგიური განათლების მიმართულებით (1981), მეცნიერ-მდივანი (1971 წლიდან); მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიური ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს წევრი სადოქტორო და საკანდიდატო დისერტაციების დაცვის საკითხში გეოლოგიისა და გეოტექტონიკის დარგში, სსრკ-ის უმაღლესი საატესტაციო კომისიის ექსპერტი; გამოქვეყნებული აქვს 160-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი; მისი ინტერესების სფერო მოიცავს: ტექტონიკასა და ნაოჭა ოლქების გეოდინამიკას; მის კვლევებს თან ახლდა მრავალრიცხოვანი საველე სამუშაოები კავკასიონსა და მცირე კავკასიონზე, კარპატებში, ანდებში (ჩილე), ისლანდიაში, ტიან-შანზე, აგრეთვე სამარშრუტო დაკვირვებები სხვადასხვა რეგიონში; კითხულობს ლექციებს გეოტექტონიკისა და ნაოჭა ოლქების პალეოტექტონიკის დარგში; საბჭოთა და რუსი გეოლოგი. გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1981), მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიური ფაკულტეტის დინამიკური გეოლოგიის კათედრის პროფესორი (1985). აკადემიკოს ვიქტორ ხაინის მოწაფე.

საკანდიდატო დისერტაცია თემა - "ჩრდილო-დასავლეთ კავკასიის მეზოზოური ეფუზიური ვულკანიზმი და მისი კავშირი ტექტონიკასთან", დაიცვა 1963 წელს. 

სადოქტორო დისერაცია თემა - "გეოსინკლინური ვულკანიზმის ტექტონიკური ვითარება"(კავკასიის, კარპატებისა და ანდების მაგალითზე), დაიცვა 1981 წელს.

წყარო: dic.academic.ru


გააზიარე: