შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მანანა მაჩაბელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი; დ. არაყიშვილის სახელობის თბილისის I მუსიკალური ტექნიკუმი დაწყებითი მუსიკალური სკოლის პედაგოგის სპეციალობით (ფორტეპიანო); თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი ფსიქოლოგის სპეციალობით. 1961-1963წწ. სანკულტურის თეატრის მსახიობი; 1963-1964წწ. სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი; 1964-1967წწ. კ. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი; 1967-1987წწ. ქ. რუსთავის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი; 1977-1991წწ. საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის დიქტორი, წამყვანი; 1991-1997წწ. საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის სოციოლოგიური კვლევის ჯგუფის სპეციალისტი; 1992-1996წწ. მოზარდთა სახლი "ამქორის" ფსიქოლოგი-პედაგოგი (დრამოთერაპია); 1977-1988წწ. შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი - თეატრისა და კინოს სამეცნიერო კვლევების სექტორი, შემოქმედებითი კვლევის ლაბორატორია - ფსიქოლოგი, უმცროსი-მეცნიერ თანამშრომელი, 1988-2007წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1977-2021წწ. შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ლექტორი. საგნები: ზოგადი ფსიქოლოგია, ხელოვნების ფსიქოლოგია, სოციალური ფსიქოლოგია, კომფლიქტებისა და სტრესების მართვა, კომუნიკაციის თეორია (მოწვეული პედაგოგი). ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორი (2006). წყარო: კომუნიკაციის თეორია / მანანა მაჩაბელი.-თბ.,2018.-გვ.158 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |