შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ ბეჟანიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1958 წელს. მუშაობა დაიწყო ფილოსოფიის ინსტიტუტში ჯერ უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის, შემდეგ სწავლული მდივნის, უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის, წამყვანი მეცნიერ-თანამშრომლის, ლოგიკის განყოფილების ხელმძღვანელისა და სამეცნიერო დარგში დირექტორის მოადგილის თანამდებობებზე; 2002 წლიდან - ს. წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორი. 1966 წლიდან კითხულობს ლოგიკის სპეცკურსებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; სისტემატურად მონაწილეობს ლოგიკოსთა საერთაშორისო კონგრესების, სიპოზიუმებისა და სამეცნიერო კონფერენციების მუშაობაში; 2002 წლიდან - ჟურნალ "მაცნეს" ფილოსოფიის სერიის რედაქტორი. სამეცნიერო ინტერესებისა და კვლევის მთავარი სფეროა მათემატიკური ლოგიკა, ლოგიკის ფილოსოფია და ისტორია. გამოქვეყნებული აქვს 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (2003), პროფესორი. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ცოდნისა და რწმენის მოდალობათა ლოგიკის სემანტიკური ანალიზი", დაიცვა 2003 წელს. წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.34-35 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |