The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ მსხვილიძე

ზურაბ მსხვილიძე
დაბადების თარიღი:1 ოქტომბერი, 1944  (80 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქვედა დიმი, მაიაკოვსკის რაიონი (ახ. ბაღდათის მუნიციპალიტეტი).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; მოსკოვის მილიციის უმაღლესი სკოლა სამართალმცოდნის სპეციალობით 1987 წელს.

1967-1974წწ. იყო საკოლმეურნეობათაშორისი სამშენებლო საბჭოს მძღოლი, დისპეტჩერი, ფარეხის გამგე; 1974-1983წწ. აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერაციული სამსახურის ინსპექტორი, უფროსი ინსპექტორი, განყოფილების უფროსი; 1986-1990წწ. სისხლის სამართლის სამძებრო სამსახურის უფროსი; 1991-1992წწ. მილიციის უფროსი; 1994-1995წწ. განსაკუთრებულ საქმეთა უფროსი ინსპექტორი; სამმართველოს უფროსის მოადგილე (1995); 1995-1999წწ. საქართველოს შსს ოპერატიული დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი; 1999-2000წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №52 ბაღდათის საარჩევნო ოლქიდან; 2000-2001წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დეპარტამენტის თავმჯდომარე. დაჯილდოებულია 1 ორდენით და 8 მედლით; იუსტიციის გენერალ-მაიორი (2005); სამართალმცოდნე.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.283; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.180

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2000)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტი, წევრი (1999-2000)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1999-2000)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - მედალი "საბრძოლო დამსახურებისათვის"
  • 1997 - მედალი "მხედრული მამაცობისთვის"

გააზიარე: