The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლაშა ტალახაძე

ლაშა ტალახაძე
დაბადების თარიღი:2 ოქტომბერი, 1993  (27 წლის)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. საჩხერე.

ლაშა ტალახაძე მეოთხე ქართველი ოლიმპიური ჩემპიონია ძალოსნობაში რაფაელ ჩიმიშკიანის (1952), კახი კახიაშვილის (1992) და გიორგი ასანიძის (2004) შემდეგ; მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონატზე, ამერიკის ქალაქ ჰიუსტონში, ორჭიდში 454კგ დაძლია და მეორე ადგილი დაიკავა. ჩემპიონი რუსი ალექსეი ლოჩევი გახდა, თუმცა ის მოგვიანებით დოპინგ-კონტროლზე ჩავარდა, მისი შედეგი გაუქმდა და ოქროს მედალი და მსოფლიოს ჩემპიონის წოდება ლაშა ტალახაძეს მიენიჭა; 2016 წელს რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე ორჭიდში მსოფლიო რეკორდით მოიგო - 473კგ დაძლია; წინა მსოფლიო რეკორდი - 472კგ - ირანელმა ძალოსანმა ჰუსეინ რეზაზადემ 2000 წელს, სიდნეის ოლიმპიადაზე დაამყარა; 2016 წელს, სერიაში "ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები" (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა ოთარ მაღლაკელიძის წიგნი "ლაშა ტალახაძე"; მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატზე, ამერიკის ქალაქ ანაჰაიმში, მსოფლიო რეკორდი დაამყარა ატაცში - 220კგ; ორჭიდში კი გააუმჯობესა თავისივე მიღწევა - 477კგ; 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის თხოვნით, ლაშა ტალახაძე ბათუმში 2018 წლის კეთილი ნების ელჩი გახდა; მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე, თურქმენეთის ქალაქ აშხაბადში, 5-ჯერ დაამყარა მსოფლიო რეკორდი: ატაცში (212კგ და 217კგ), აკვრაში (252კგ და 257კგ) და ორჭიდში (474კგ); ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (2012, ახალგაზრდები, ეილატი), კახი კახიაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი (2015), ოლიმპიური ჩემპიონი (2016, რიო დე ჟანეირო), საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი (2016, 2017, 2018, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია), საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო (2016, 2018), საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი (2017, 2018), მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანი (IWF) (2017, 2018). ძალოსანი, მონაწილეობს +109 კგ. (2018 წლამდე +105 კგ) წონით კატეგორიაში.

წყარო: ქართული სპორტი: sport.gov.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2020 - მსოფლიო თასი, პირველი ადგილი (+109კგ) (რომი, იტალია)
    ძალოსნობა
  • 2019 - ევროპის ჩემპიონი (ბათუმი)
  • 2019 - მსოფლიოს ჩემპიონი (პატაია)
  • 2018 - მსოფლიოს ჩემპიონი (აშხაბადი)
  • 2018 - ევროპის ჩემპიონი (ბუქარესტი)
  • 2017 - საქართველოს ჩემპიონი
  • 2017 - ევროპის ჩემპიონი (სპლიტი)
  • 2017 - მსოფლიოს ჩემპიონი (ანაჰაიმი)
  • 2016 - ევროპის ჩემპიონი (ფიორდე)
  • 2016 - საქართველოს ჩემპიონი
  • 2016 - ევროპის ჩემპიონი (23-წლამდელები, ეილატი)
  • 2016 - ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი
  • 2015 - მსოფლიოს ჩემპიონი (ჰიუსტონი)
  • 2013 - საქართველოს ჩემპიონი (ახალგაზრდები)
  • 2013 - საქართველოს ჩემპიონი
  • 2013 - მსოფლიოს ჩემპიონი (იუნიორები, ლიმა)
  • 2011 - ევროპის ჩემპიონი (ახალგაზრდები, ბუქარესტი)
  • 2010 - ვროპის ჩემპიონი (ჭაბუკები, ვალენსია, 94კგ)
  • ღირსების ორდენი

გააზიარე: