Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ირაკლი ბრაჭული![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი ფილოსოფიის სპეციალობით 1980 წელს. 1984-1988წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ესთეტიკის კათედრის ლაბორანტი; 1988-2006წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ფილოსოფიის კვლევის ცენტრის უფროსი მეცნიერთანამშრომელი; 2004-2005წწ. - ფილოსფიისა და სოციოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 2006-2008წწ. - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი; 2008-2009წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ–პროფესორი; 2009-2012წწ. - ასოცირებული პროფესორი. მუშაობს ესთეტიკის, მსოფლმხედველობის, პოლიტიკური მენტალიტეტის, თეოლოგიისა და ჰერმენევტიკის საკითხებზე. გამოქვეყნებლი აქვს მეცნიერული სტატიები. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1997), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა: " ესთეტიკური ღირებულების პრობლემა", დაიცვა 1987 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ზეკაცის მსოფლმხედველობა (ჰერმენევტიკის ენერგეტიკული პარადიგმები)", დაიცვა 1997 წელს. წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.39; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |