The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა გაბილაია

შოთა გაბილაია
დაბადების თარიღი:1917
გარდაცვ. თარიღი:1982  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1939 წელს, ასპირანტურა - 1942 წელს.

1960-1970-იან წლებში მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, იყო ფაკულტეტის დეკანი, დიალექტიკური მატერიალიზმის კათედრის გამგე; შემდეგ - თეატრალური ინსტიტუტის პრორექტორი; ბოლოს - ხალხთა მეგობრობის მუზეუმის დირექტორის მოადგილე. იგი ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას - სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; ბათუმისა და სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტებში; თეატრალურ ინსტიტუტში; მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში წაიკითხა სპეცკურსი მეცნიერული ინტუიციის პრობლემებზე; ლექციები ჰქონდა წაკითხული აგრეთვე ბერლინისა და ბრნოს უნივერსიტეტებში. მისი მეცნიერული კვლევის მთავარი სფერო იყო დიალექტიკური მატერიალიზმის, მეცნიერული ინტუიციისა და ესთეტიკის საკითხები. საბჭოთა ფილოსოფოსებს შორის მან ერთ-ერთმა პირველთაგანმა დაამუშავა მეცნიერულად ინტუიციის პრობლემა. ამ თემებს მან მიუძღვნა არაერთი შრომა და სამეცნიერო სტატია. მისი ინიციატივითა და რედაქტორობით რუსული ენიდან ქართულზე ითარგმნა და გამოიცა ფილოსოფიური წიგნები. ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი (1963), დოცენტი.

წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.43-44

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: