შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ეშ გოუბარი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა უისკონსინის უნივერსიტეტი 1954 წელს. 1937-1938წწ. მშობლებთან ერთად წავიდა ემიგრაციაში, ცხოვრობდა ჯერ ბულგარეთში, იუგოსლავიაში, საბერძნეთსა და გერმანიაში. 1950 წლიდან ცხოვრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში. 1959-1961წწ. მუშაობდა ჟენევის უნივერსიტეტში; 1961-1967წწ. ადიუნქტ-პროფესორი. ეშ გოუბარმა შეიმუშავა ფილოსოფიური თეორია, რომელიც ცნობილია "დიალექტიკური რეალიზმის" სახელწოდებით. 1990 წელს იმყოფებოდა საქართველოში, სადაც მან წაიკითხა ლექცია თემაზე: "ხელახალი შეხვედრა მეცნიერების ფილოსოფიასთან. დიალექტიკური რეალიზმი". მოხსენების ტექსტის ქართული თარგმანი დაიბეჭდა ჟურნალ "მაცნეში" (ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის სერია, 1993, N2). მისი სტატიები დაიბეჭდა: "ფილოსოფიური ძიებანის" მესამე (1999), მეხუთე (2001), მეშვიდე (2003) და მეცხრე (2004) კრებულებში. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სტატია ევროპისა და ამერიკის ფილოსოფიურ ჟურნალებში ონტოლოგიის, გნოსეოლოგიის, მეცნიერების ფილოსოფიისა და სიცოცხლის ფილოსოფიის პრობლემებზე, აგრეთვე სტატიები თანამედროვე ქართული ფილოსოფიის შესახებ ინგლისურენოვანი მკითხველისათვის. ავტორია წიგნების: "Philosophic Foundations of Psychology" (1968); "Philosophy as Higher Enlightenment" (1994); "Philosophy as Higher Enlightenment: Paradigms Toward a New Worldview from the Perspective of Dialectical Realism" (1994); "Philosophic Foundations of Genetic Psychology and Gestalt Psychology: A Comparative Study of the Empirical Basis, Theoretical Structure, and Epistemological Groundwork of European Biological Psychology" (2012) და სხვ. ფილოსოფიის დოქტორი (1959), ტრანსილვანიის უნივერსიტეტის (ქ. ლექსინგტონი, კენტუკის შტატი, აშშ) პროფესორი (1968-1995), ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე (წარმოშობით ქართველი). წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.64-65; ashgobar.com ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |