შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ გულუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხაბუმე, ჩხოროწყუს რაიონი. დაამთავრა წალენჯიხის პედაგოგიური ტექნიკუმი 1940 წელს; 1942 წელს - ზუგდიდის სამასწავლებლო ინსტიტუტი, შემდეგ - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი და ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ასპირანტურა ლოგიკის სპეციალობით. სხვადასხვა დროს მუშაობდა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოსოფიის კათედრის გამგედ; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პ. გუგუშვილის სახელობის ინსტიტუტის ეკონომიკური ეთიკის განყოფილების გამგედ; საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დემოგრაფიისა და სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტის მთავარ მეცნიერ-თანამშრომლად. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1975), პროფესორი. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ემოციურისა და რაციონალურის დიალექტიკა მორალში", დაიცვა 1975 წელს. წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.65 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |