შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მურმან კვარაცხელია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კოჩარა, ოჩამჩირის რაიონი, აფხაზეთის ასსრ. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტი 1973 წელს; 1973-1977წწ. სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურაში, რომლის დამთავრების შემდეგ ამავე ინსტიტუტში გააგრძელა მუშაობა. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში დაიწყო მუშაობა როგორც უმცროსმა, შემდგომში უფროსმა მეცნიერ თანამშრომელმა; იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი, პარტიის ოჩამჩირის რაიკომის საორგანიზაციო განყოფილების ინსტრუქტორი, კინდღის მეფრინველეობის ფაბრიკის საგეგმო-ეკონომიკური განყოფილების უფროსი; 1987 წლიდან მუშაობდა საქართველოს სუბტროპილკული მეურნეობის ინსტიტუტში დოცენტად; 1990 წლიდან პარალელურად მუშაობდა გაერთიანება "საქსოფლმშენის" N7 ტრესტის მმართველის მოადგილედ, იყო იმავე ტრესტის განყოფილების უფროსი; აფხაზეთის ასსრ-ის XII მოწვევის უზენაესი საბჭოს დეპუტატი ილორის N59 საარჩევნო უბნიდან (1991); სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი. წყარო: facebook.com ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |