შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანა ბაგრატიონ-ჭავჭავაძე![]()
ბიოგრაფია1885 წელს ანა ბაგრატიონ-ჭავჭავაძის დიდი ძალისხმევით თელავში წმინდა ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებელი გაიხსნა, მან გრიგოლ ორბელიანის შუამდგომლობით საქართველოში კავკასიის მეფისნაცვალ ვორონცოვს თხოვა დახმარება. სასწავლებელი თავდაპირველად ერეკლე II-ის სასახლეში განთავსდა. ამ ფაქტს ლიტერატურულ-პოლიტიკურმა გაზეთმა "დროებამ" დიდი შეფასება მისცა. ანა ბაგრატიონ-ჭავჭავაძის ხელმძღვანელობით სასწავლებელში სწავლა მაღალ დონეზე მიმდინარეობდა, იგი დიდ ყურადღებას აქცევდა ქართულ ენაზე სწავლა-განათლებას, რის გამოც მას მრავალი მორალური და ეკონომიკური სიძნელეების გადალახვა უწევდა, მან თავისი ცხოვრების 20 წელი თელავის წმინდა ნინოს ქალთა სასწავლებელს შეალია. ქალთა სასწავლებელს ჰქონდა საკუთარი ბიბლიოთეკა. ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში დაცულია უნიკალური ექსპონატი - ამ ბიბლიოთეკის ბეჭედი, რომელზეც ამოტვიფრულია: "Библиотека Телавского женского уъздного заведенiя Св. Нины №583". საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის შვილიშვილი, ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილის, დავით ჭავჭავაძის მეუღლე. ქველმოქმედი. წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.69; ka.rodovid.org
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |