The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვასილ ჯავრიშვილი

ვასილ ჯავრიშვილი
დაბადების თარიღი:10 ოქტომბერი, 1889
გარდაცვ. თარიღი:1940  (50 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაამთავრა სიმბირსკის კადეტთა კორპუსი 1907 წელს და პავლეს სამხედრო სასწავლებელი 1908 წელს.

მსახურობდა აღმოსავლეთ ციმბირის მე-2 ნაღმმტყორცნელთა დივიზიონში. I მსოფლიო ომში პორუჩიკის წოდებით მეთაურობდა საარტილერიო ბატარეას, შემდეგ მიენიჭა შტაბს-კაპიტნის (1915) და კაპიტნის (1916) წოდებები; 1917 წელს მეთაურობდა დივიზიონს. ომის დროს სამჯერ მძიმედ დაიჭრა; 1918 წლიდან მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის ჯარში. სხვადასხვა დროს იყო II საარტილერიო დივიზიონის, საარტილერიო ბრიგადის I დივიზიონის, იმავე ბრიგადის ნაღმმტყორცნელთა დივიზიონის, საარტილერიო დივიზიონის I ბატარეის მეთაური; საბჭოთა რუსეთთან ომის დროს, 1921 წლის თებერვალში მეთაურობდა არმიის საარტილერიო დივიზიონს; 1921-1922წწ. გასაბჭოების შემდეგ მსახურობდა ქართულ წითელ არმიაში, იყო საარტილერიო დივიზიონის მეთაური; 1922-1923წწ. სამობილიზაციო განყოფილების უფროსის მოადგილე და უფროსი (1923), 1923-1925წწ. ქართული მსროლელი დივიზიის საარტილერიო პოლკის მეთაური; 1937 წელს, მასობრივი რეპრესიების დროს, დააპატიმრეს. ამის შემდეგ მისი კვალი ქრება; სავარაუდოდ, დახვრიტეს. მისი შვილი იყო ალპინისტი და გეოლოგი კონსტანტინე ჯავრიშვილი. ოფიცერი, I მსოფლიო ომის (1914-1918) მონაწილე, პოდპოლკოვნიკი (1918). გენერალ ტარიელ ჯავრიშვილის შვილი. 

წყარო: შეიარაღებული ძალები 1918-1921:  legionerebi.com 

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1917 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1916 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • 1915 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი
  • 1915 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
  • 1914 - წმინდა ანას IV ხარისხის ორდენი

გააზიარე: