Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვასილ ჯავრიშვილი![]()
Biographyდაამთავრა სიმბირსკის კადეტთა კორპუსი 1907 წელს და პავლეს სამხედრო სასწავლებელი 1908 წელს. მსახურობდა აღმოსავლეთ ციმბირის მე-2 ნაღმმტყორცნელთა დივიზიონში. I მსოფლიო ომში პორუჩიკის წოდებით მეთაურობდა საარტილერიო ბატარეას, შემდეგ მიენიჭა შტაბს-კაპიტნის (1915) და კაპიტნის (1916) წოდებები; 1917 წელს მეთაურობდა დივიზიონს. ომის დროს სამჯერ მძიმედ დაიჭრა; 1918 წლიდან მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის ჯარში. სხვადასხვა დროს იყო II საარტილერიო დივიზიონის, საარტილერიო ბრიგადის I დივიზიონის, იმავე ბრიგადის ნაღმმტყორცნელთა დივიზიონის, საარტილერიო დივიზიონის I ბატარეის მეთაური; საბჭოთა რუსეთთან ომის დროს, 1921 წლის თებერვალში მეთაურობდა არმიის საარტილერიო დივიზიონს; 1921-1922წწ. გასაბჭოების შემდეგ მსახურობდა ქართულ წითელ არმიაში, იყო საარტილერიო დივიზიონის მეთაური; 1922-1923წწ. სამობილიზაციო განყოფილების უფროსის მოადგილე და უფროსი (1923), 1923-1925წწ. ქართული მსროლელი დივიზიის საარტილერიო პოლკის მეთაური; 1937 წელს, მასობრივი რეპრესიების დროს, დააპატიმრეს. ამის შემდეგ მისი კვალი ქრება; სავარაუდოდ, დახვრიტეს. მისი შვილი იყო ალპინისტი და გეოლოგი კონსტანტინე ჯავრიშვილი. ოფიცერი, I მსოფლიო ომის (1914-1918) მონაწილე, პოდპოლკოვნიკი (1918). გენერალ ტარიელ ჯავრიშვილის შვილი. წყარო: შეიარაღებული ძალები 1918-1921: legionerebi.com Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |