შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნაპო კვარაცხელია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნაკიანი, ჩხოროწყუს რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1970 წელს; ასპირანტურა - 1973 წელს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის კათედრის გამგე. მუშაობს შემეცნების თეორიის, ადამიანისა და მსოფლმხედველობის, სიცოცხლის საზრისის პრობლემებზე. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები და სამეცნიერო სტატიები სხვადასხვა ჟურნალში, განსაკუთრებით, კრებულში "ფილოსოფიური ძიებანი". დასავლური გნოსეოლოგიისა და შალვა ნუცუბიძის ალეთოლოგიური რეალიზმის გათვალისწინებით იგი ამტკიცებს, რომ არსებობს ადამიანური ცნობიერების სპეციფიკური სტრუქტურა, რომელიც პიროვნების ფსიქოლოგიურ სუბიექტურობაზე "მეტია", რასაც გნოსეოლოგიური სუბიექტი ეწოდება. სწორედ იგი უზრუნველყოფს სუბიექტში "ობიექტურის" შესაძლებლობას ჭეშმარიტი ცოდნის სახით. ჭეშმარიტება სუბიექტში ობიექტურობის აგენტია. თავის მხრივ სუბიექტ-ობიექტის გნოსეოლოგიური მიმართება მათ შორის ონტოლოგიური მიმართების პრიმატითაა განსაზღვრული. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1987), პროფესორი (1989). წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.106-107 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |