შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ კირვალიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სხვავა, ამბროლაურის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1959 წელს. მისი სამეცნიერო კვლევის ძირითადი მიმართულებებია: შემეცნების თეორია, კერძოდ, პრაქტიკის როლი შემეცნებაში. გარდა სამეცნიერო სტატიებისა, გამოქვეყნებული აქვს ორი წიგნი. ამ ნაშრომებში კრიტიკულად გაანალიზებულია როგორც ძველი, ისე ახალი დროის სკეპტიკოსების არგუმენტები შემეცნების შესაძლებლობის წინააღმდეგ და მოცემულია ცდა ამ არგუმენტების ლოგიკური და ფაქტობრივი უსაფუძვლობის დასაბუთებისა. იგი ამტკიცებს, რომ ჭეშმარიტების ძირითად საზომს პრაქტიკა წარმოადგენს. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ე.წ. "სოვეტოლოგების" მოსაზრებებს პრაქტიკის კრიტერიუმის წინააღმდეგ. "სოვეტოლოგების" კრიტიკა წარმოებს დიალექტიკური მატერიალიზმის პოზიციებიდან. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1979), პროფესორი (1980). წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.109-110; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 61 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |