შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯანსუღ კორძაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1956 წელს; ასპირანტურა - 1964 წელს. 1964-1975წწ. მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ფილოსოფიის კათედრაზე თავდაპირველად მასწავლებლად, შემდეგ - უფროს მასწავლებლად, დოცენტად და პროფესორად; 1979-1993წწ. მუშაობდა საქართველოს უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების სამინისტროში რესპუბლიკის უმაღლესი სასწავლებლების სამმართველოს უფროსად; 1994 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე ჯერ დეკანად, შემდეგ - ესთეტიკის კათედრის გამგედ და ამავე კათედრის პროფესორად. მისი ფილოსოფიური კვლევის ძირითადი მიმართულებებია: ფილოსოფიის ისტორია, გნოსეოლოგია, კულტურის ფილოსოფია. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო სტატიები ქართულ, რუსულ და გერმანულ ენებზე. მის ნაშრომებში გამოკვლეულია პრაქტიკის კრიტერიუმის თავისებურებანი შემეცნების თეორიაში. სტატიაში "კულტურა და სინამდვილის სუბსტანციის ახლებურად გააზრების ცდა", რომელიც დაიბეჭდა საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემიის წელიწდეულ ორგანოში "ფილოსოფიური ძიებანი" (ტ. IV, 2000), იგი ამტკიცებს, რომ კულტურის სუბსტანციას ცნობიერება წარმოადგენს. მას გამოცემული აქვს 13 პოეტური კრებული და 2 რომანი. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1975), პროფესორი (1960). წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.112-113; kordzaia.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.215; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 180 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |