Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იაშა ჯინჭარაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი მახინჯაური, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა. დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელი 1951 წელს; ოდესის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი (ОВИМУ) 1970 წელს. ზღვაში შრომითი საქმიანობა 1951 წელს სსრკ ჩრდილოეთის საზღვაო სანაოსნოს გემებზე დაიწყო რიგით მატროსად, მოგვიანებით იქვე გახდა შორეული ნაოსნობის კაპიტნის თანაშემწე; შტურმანად საქმიანობდა ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში, თეთრ, ბარენცის, ნორვეგიის ზღვებში და პორტ დიქსონში; 1958 წლიდან შავ ზღვაზე გადმოდის და ცურვას შავი ზღვის სახელმწიფო საზღვაო სანაოსნოს გემებზე განაგრძობს; 1961 წლიდან იყო ლეგენდარული კაპიტნის, ელიზბარ გოგიტიძის უფროსი თანაშემწე საბჭოთა სამგზავრო დიზელელექტრომავალ - «РОССИЯ»-ზე; 1967 წელს სამშობლოში ბრუნდება და უკვე შორეული ნაოსნობის კაპიტნის რანგში ცურვას საქართველოში ახლადდაარსებული საზღვაო სანაოსნოს გემებზე იწყებს; ის იყო პირველი კაპიტანი, რომელმაც 1967 წელს პირველად და პირველმა მოიყვანა მიწერის პორტ ბათუმში, ახლადგახსნილი საქართველოს საზღვაო სანაოსნოს პირველი ტანკერი - «АЛАГИР»-ი; მას შემდეგ გარდაცვალებამდე კაპიტანი ჯინჭარაძე სანაოსნოს გემების «ქარელის», «აქტაშის», «მხატვარ გაბაშვილისა» და სხვათა ეკიპაჟებს მეთაურობდა. შორეული ნაოსნობის კაპიტანი. წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |