The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ავთანდილ მარგიანი

ავთანდილ მარგიანი
დაბადების თარიღი:24 დეკემბერი, 1945  (79 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მულახი, მესტიის მუნიციპალიტეტი.  

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტი.

1960 წლიდან მესტიის რაიონის ადგილობრივი მრეწველობის კომბინატის, თბილისის N3 ლუდის ქარხნის, ქ. თბილისის გამწვანების სადგურის მუშა; 1973 წლიდან კომბინატ "იალბუზის" მაცივრის უფროსის მოადგილე, ბრიგადირი, ზეინკალი, მთავარი მექანიკოსი, საწარმოო გართიანება "საქთევზმრეწვის" ინჟინერ-მექანიკოსი, წარმოების უფროსის მოვალეობათა შემსრულებელი; 1978-1990წწ. ამიერკავკასიის ნავთობსადენის სამმართველოს გარდაბნის უბნის უფროსი, ინჟინერი, საქართველოს კპ გარდაბნის უბნის უფროსი, ინჟინერი, საქართველოს კპ გარდაბნის რაიკომის ინსტრუქტორი, განყოფილების გამგე, რუსთავის სანაშენე მეღორეობის საბჭოთა მეურნეობის დირექტორი, საქონლის სასუქებელი კომპლექსის დირექტორი, საქართველოს კპ გარდაბნის რაიკომის პირველი მდივანი, სახალხო დეპუტატთა რაი-საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე; 1990-1991წწ.  საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი, გარდაბნის №28 საარჩევნო ოლქიდან; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 1992 წელს საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მშვიდობა", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1992-1995წწ. საქართველოს რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი; 2013 წელს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი. იგი პარტიულ და სამეურნეო საქმიანობაში ნაყოფიერი მუშაობისათვის დაჯილდოებულია: ღირსების ორდენით, მრავალი მედლით, მინიჭებული აქვს დამოუკიდებელი საქართველოს და კაზაკთა გენერლის წოდებები. 

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geparliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ.235; სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.234

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1992)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი

გააზიარე: