The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ინესა მერაბიშვილი

ინესა მერაბიშვილი
დაბადების თარიღი:5 მარტი, 1950  (75 წლის)
კატეგორია:ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერი, მთარგმნელი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1972 წელს.

1972-1979წწ. მუშაობს გორის ნ. ბარათაშვილის სახ. სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტში, ინგლისური ენის მასწავლებელად; 1979-1985წწ. არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის მასწავლებელი; 1985-1989წწ. უნივერსიტეტის იდეურ-აღმზრდელობითი განყოფილების უფროსი მეთოდისტი; 1989-1992წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1992-2006წწ. სამაგისტრო პროგრამა "თარგმანის ხელოვნების" (ქართული და ინგლისური ენების ბაზაზე) დაფუძნება (2005) და მისი ხელმძღვანელობა; ენებისა და თარგმანის კათედრის გამგე, პროფესორი; 1996 წლიდან თბილისის ბაირონის სკოლის დირექტორი, მფლობელი; 2006-2009წწ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, თსუ კონტრაქტით მოწვეული პროფესორი; 2009-2012წწ. ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელობა, სადოქტორო პროგრამა "თარგმანმცოდნეობის" დაფუძნება და ხელმძღვანელობა; 2009 წელს არჩეულია თსუ თარგმანმცოდნეობის სრულ პროფესორად 3 წლის ვადით; 2012 წლდან ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი; 2012 წელს არჩეულია თსუ თარგმანმცოდნეობის სრულ პროფესორად 6 წლის ვადით; არის 100-ზე მეტი პუბლიკაციის, მათ შორის 6 მონოგრაფიის და 3 სახელმძღვანელოს ავტორი, არაერთი სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე. 23 ლოკალური და საერთაშორისო სამეცნიერო-სასწავლო გრანტის, პროექტის და პროგრამის მონაწილე. კითხულობდა ლექციებს ნოთინგჰემის საერთაშორისო სკოლაში, დუისბურგის უნივერსიტეტში, ლონდონში ბრიტანულ-ქართულ საზოგადოებაში, ბაირონის ბრიტანულ საზოგადოებაში. მიღებული აქვს ბაირონის მედალი (ბაირონის საერთაშორისო საზოგადოება, 2000), "ოქროს არწივი" (ნაპოლეონის საერთაშორისო საზოგადოება, 2001), საერთაშორისო ელჩის წოდება (ამერიკის ბიოგრაფიის საერთაშორისო ცენტრი, 2005), ქართული კულტურის დესპანის წოდება ნაყოფიერი მთარგმნელობითი მოღვაწეობისთვის (საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირი, 2013), მედალი ბაირონოლოგიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2014), პრემია "ოქროს ფრთა" (საქართველოს ჟურნალისტთა ასოციაცია, 2014), საერთაშორისო პრემია "ოქროს არტი" (ხელოვნების აკადემია, 2014), თამარიონის ენდალამა ნომინაციაში "ქართული კულტურის დესპანი" ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის (ააიპ "ოქროს ფონდი", 2018). ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1998), სრული პროფესორი. 

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უწყებები: science.org.ge; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ამერიკული (ნიუ-იორკი) საერთაშორისო ლინგვისტური ჟურნალის სარედაქციო საბჭო, წევრი
  • ბაირონის საერთაშორისო ასოციაციის დირექტორთა საბჭო (ლონდონი), წევრი (1995-)
  • პოსტ-კონფლიქტურ კულტურათა კვლევის საერთაშორისო კონსორციუმის (დიდი ბრიტანეთი) დირექტირთა საბჭო, წევრი (2011-)
  • საქართველოს ბაირონის საზოგადოება, პრეზიდენტი (1988-)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, წევრი (2018-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2019 - გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია (საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირი)
  • 2016 - გორის საპატიო მოქალაქე (გორის მუნიციპალიტეტი)
  • 2014 - ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია (საქართველოს მწერალთა კავშირი)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: