შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სევერიან ურუშაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. ოზურგეთში სწავლის პერიოდში დაინტერესდა ლიტერატურით, განსაკუთრებით პოეზიით. სრულიად ახალგაზრდა სევერიან ურუშაძე გაემგზავრა დასავლეთ ევროპაში. გერმანიაში დაეუფლა გერმანულ ენასა და ლიტერატურას, შემდეგ საფრანგეთში გადავიდა და ფრანგული ენა შეისწავლა. 1926 წლიდან ცხოვრობდა საფრანგეთში, პარიზში. საფრანგეთში ცხოვრობდა აგრეთვე მისი უფროსი ძმა ნიკოლოზ ურუშაძეც, რომელიც იყო საქართველოს სოციალისტ–ფედერალისტთა პარტიის წარმომადგენელი უცხოეთში. სევერიან ურუშაძე წერდა ოთხ ენაზე – ქართულად, რუსულად, გერმანულად და უმეტესად ფრანგულად. ძირითადად ცხოვრობდა და მოღვაწეობდა პარიზში. 1950 წელს პარიზში გამოიცა მისი ლექსების ორი კრებული – "ჰიმნები ჰარმონიული მსოფლიოსთვის" და "საქართველო და კეთილი, თან ცხოვრება და მშვენიერება" (ქართულ და გერმანულ ენებზე). 1951 წელს, ასევე პარიზში გამოიცა პოეტის ლირიკული პიესა სამ აქტად – "კოლხიდეა", რომელსაც დამატების სახით დართული აქვს მისი ლექსები ქართულ, ფრანგულ, გერმანულ და რუსულ ენებზე. თავისი სიცოცხლის მანძილზე სევერიან ურუშაძემ დაახლოებით თორმეტი წიგნი გამოსცა. იგი თავის ერთ პირად წერილში ამბობდა: "... მსურდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩემი წვლილის შეტანა, შეძლებისდაგვარად ... თუმცა ჩემი შემოქმედება ფრანგულ ენაზეა, იგი ჩემი უძვირფასესი ქვეყნის, საქართველოს და უძვირფასესი ერის – ქართველი ერის გასწვრივ მიმდინარეობს." ჟურნალ "გუშაგში" ( №1. გვ. 69–72; 1984, პარიზი, კარლო ინასარიძის წერილი - პოეტი სევერიანე ურუშაძე). ნიკოლოზ ურუშაძის ძმა, ქართველი ემიგრანტი. წყარო: ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია: ტ. 1 / გურამ შარაძე. - თბ., 2001. - გვ. 379 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |