შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლეა ფლური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მატენ-ინტერლაკენი, შვეიცარია. სწავლობდა ფრანგულ, იტალიურ და ინგლისურ ენებს. მუშაობდა უცხო ენების მასწავლებლად და მთარგმნელად. 1947 წელს ციურიხის უნივერსიტეტში დაიწყო ქართული ენის შესწავლა პროფესორ კიტა ჩხენკელის ხელმძღვანელობით. ლეა ფლურიმ საგანგებოდ შეისწავლა პოლიგრაფიული საქმე და ააწყო რამდენიმე ქართველოლოგიური ნაშრომი, მათ შორის "ქართული ენის შესავალი" ორ ტომად (1955) და "ქართულ-გერმანული ლექსიკონი" სამ ტომად (26 ნაკვეთი, 1960) და სხვ. 1974 წელს ციურიხის კანტონის ხელმძღვანელობამ "ქართულ-გერმანულ ლექსიკონზე" მომუშავე კოლექტივი ღვაწლისა და ლექსიკონის გამოსაცემად გაწეული მრავალწლიანი მუშაობისათვის ლეა ფლური, იოლანდა მარშევი და რუთ ნოიკომი დააჯილდოვა. ლეა ფლური განაგებდა კიტა ჩხენკელის მიერ ციურიხში დაარსებულ გამომცემლობა "ამირანს", ხელმძღვანელობდა ქართველოლოგიური ლიტერატურის ბეჭდვისა და პოპულარიზაციის საქმეს. შვეიცარიელი ქართველოლოგი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ., 1986.-გვ.349; ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. - გვ.482
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |