The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ მიქელაძე

ზურაბ მიქელაძე
დაბადების თარიღი:1917
გარდაცვ. თარიღი:1993  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი ფილოსოფიის სპეციალობით 1939 წელს და ჩაირიცხა ასპირანტურაში ლოგიკის სპეციალობით.

1946 წელს დააპატიმრეს ანტისაბჭოთა მოღვაწეობის ბრალდებით. 1956 წელს დაბრუნდა სამშობლოში და მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ლოგიკის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე; სხვადასხვა დროს მუშაობდა კიბერნეტიკის ინსტიტუტის ლოგიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელად; 1975-1989წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლოგიკის კათედრის გამგე; 1978 წელს მიიწვიეს მოსკოვში არისტოტელეს "ორგანონის" რუსული თარგმანის რედაქტირებისა და კომენტარებისთვის; 1982 წლიდან გარდაცვალებამდე იყო სამეცნიერო თარგმანის სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე. მისი სამეცნიერო ინტერესების სფერო იყო კვანტორების სემანტიკა, ლოგიკის ფილოსოფია და ისტორია, კერძოდ, არისტოტელეს მოძღვრების გააზრება სიმბოლური ლოგიკის შუქზე. ის სისტემატურად მონაწილეობდა ლოგიკოსთა საერთაშორისო კონგრესების, სიმპოზიუმების, აგრეთვე საკავშირო კონფერენციების მუშაობაში. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1985), პროფესორი (1987).

წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.127

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: