The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თენგიზ მშვიდობაძე

დაბადების თარიღი:1931
გარდაცვ. თარიღი:1998  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი.

მუშაობდა დიალექტიკის, ეთიკისა და ესთეტიკის პრობლემებზე. თავის ნაშრომებში იგი ამტკიცებს დიალექტიკური მატერიალიზმის პრინციპების ერთიანობას, რომელიც ფილოსოფიური ცოდნის სისტემას ქმნის და ფილოსოფიური სისტემის სახით წარმოსდგება. ამ პრინციპების ერთიანობას კი ის გარემოება განაპირობებს, რომ თითოეული მათგანი ეთანხმება და მოითხოვს მეორეს. სხვაგვარად მეცნიერული სისტემის აგება შეუძლებელია. იგი იკვლევს დიალექტიკური მთელის ბუნებას და მის დამოკიდებულებას დიალექტიკურ მომენტთან, აჩვენებს თითოეული მათგანის სპეციფიკას. დიალექტიკური მატერიალიზმის პოზიციებიდან გამოკვლეულია ლოგიკურის ბუნება. ლოგიკური მისი აზრით, საზოგადოებრივი პრაქტიკით განსაზღვრული ასახვის საბოლოო შედეგია. მაგრამ ლოგიკურს უკუქმედების ფუნქცია გააჩნია, სახელდობრ, იგი გარკვეულწილად განსაზღვრავს საზოგადოებრივი განვითარების პროცესს. ამასთან დაკავშირებით განხილულია ლოგიკურისა და დიალექტიკურის ურთიერთობა, კრიტიკულად გაანალიზებულია არისტოტელეს, კანტის, ფიხტესა და ჰეგელის თვალსაზრისები, ნაჩვენებია ცნობიერების დიალექტიკური ბუნება, როგორც ობიექტური სინამდვილის იდეალური ასახვის ფორმა. ეთიკურისა და ესთეტიკურის ბუნებაც გაანალიზებულია დიალექტიკური მატერიალიზმის პოზიციებიდან, გარჩეულია ამ ფილოსოფიური დისციპლინის კატეგორიები. ავტორია მრავალი მეცნიერული სტატიისა ფილოსოფიური პრობლემების შესახებ. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1989), პროფესორი (1991).

წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.128-129

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: